ქაშმირში ჩინეთის შეირაღებულმა ძალებმა 3 ინდოელი ჯარისკაცი მოკლეს
16/06/2020 13:18:24 მსოფლიო
ქაშმირში, ლადახშის პროვინციაში ჩინეთის შეირაღებულმა ძალებმა 3 ინდოელი ჯარისკაცი მოკლეს, – იუწყება BBC.
ინდოეთის შეირაღებული ძალების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დეტალების გასარკვევად მხარეებს შორის მოლაპარაკებას სამხედრო მაღალჩინოსნები გამართავენ. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ქაშმირის რეგიონი როგორც ინდოეთსა და პაკისტანს, ასევე ინდოეთსა და ჩინეთს შორის დავის საგანს ათეულობით წელია წარმოადგენს. ქვეყნები ერთმანეთს ქაშმირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 38 000 კვ.კმ. ტერიტორიას ედავებიან. 1962 წელს ქაშმირის კუთვნილებასთან დაკავშირებით ინდოეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო დაპირისპირება მოხდა.


