ლარი გაუფასურებას განაგრძობს
16/06/2020 12:56:08 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0643 ლარი იქნება, ერთი ევროსი – 3.4669 ლარი, ერთი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 3.8727 ლარი, ერთი თურქული ლირის 0.4480 ლარი.
16 ივნისს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0608 ლარი იყო, ერთი ევროსი – 3.4434 ლარი, ერთი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 3.8352 ლარი, ერთი თურქული ლირის 0.4477 ლარი.


