“ამერიკის ხმის” ორი ხელმძღვანელი გადადგა
16/06/2020 12:32:52 მსოფლიო
“ამერიკის ხმის” დირექტორი ამანდა ბენეტი და მისი მოადგილე სანდრა სუგავარა თანამდებობებიდან გადადგნენ.
ისინი ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ აშშ-ის კონგრესის მიერ ფინანსირებად ამ საინფორმაციო ორგანიზაციას, რომელიც საერთაშორისო მაუწყებლობას ახორციელებს.
ამ ხნის განმავლობაში “ამერიკის ხმის” საერთო აუდიტორია კვირაში 109-დან 280 მილიონამდე გაიზარდა.
ბენეტმა გადადგომის შესახებ მალევე განაცხადა მას შემდეგ, რაც სენატმა აშშ-ის საერთაშორისო მაუწყებლობის სააგენტოს ხელმძღვანელად პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა – მაიკლ პეკი დაამტკიცა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამასწინათ “ამერიკის ხმას” კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს ჩინეთში შექმნილი ვითარების გაშუქების გამო აკრიტიკებდა.


