
გლდანში სუპერმარკეტი გაქურდეს
17/06/2019 06:24:01 სხვა, სამართალი
თბილისში, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში სუპერმარკეტი გაქურდეს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
შსს–ს ინფორმაციით, ქურდობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია და მისი მონაწილეობით ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.