რუსეთში “პუტინის ფიტულის” საქმის ფიგურანტთა მხარდამჭერებს აკავებენ
16/06/2020 11:21:10 მსოფლიო
პერმში (რუსეთი), ადგილობრივი სასამართლოს შენობის სიახლოვეს პოლიცია ერთკაციანი პიკეტების მონაწილეებს აკავებს, რომლებიც იქ “პრეზიდენტ პუტინის ფიტულის” ცნობილი საქმის ფიგურანტების მხარდსაჭერად იყვნენ გასულები.
სამართალდამცველებმა დაკავებები რეგიონში მოქმედი თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის მოტივით ახსნეს. ყველა დაკავებულს, რომელთა შორის ოპოზიციონერი აქტივისტებიც არიან, 30 000 რუბლამდე ოდენობის ჯარიმა ელით.
2018 წლის ნოემბერში უცნობმა პირებმა პერმის ცენტრში, განათების ბოძზე პუტინის ფიტული მიამაგრეს. პატიმრის ფორმაში გამოწყობილს, მას შუბლზე “მატყუარა” ეწერა, გულზე კი ტრაფარეტი ეკიდა წარწერით "სამხედრო დამნაშავე”.
2019 წლის იანვარში “პუტინის ფიტულის” საქმის სამ ფიგურანტს “ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევაში” წაუყენეს ბრალი და ახლა მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


