მოსკოვში გამვლელმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, დაჭრილია ორი მოქალაქე [ვიდეო]
16/06/2020 09:12:10 მსოფლიო
მოსკოვში, ლენინის გამზირზე შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ორი მოქალაქე დაიჭრა.
ТАСС-ის ინფორმაციით, ერთი პოლიციელი უმძიმეს მდგომარეობაშია, მას ოპერაცია უტარდება.
ტელეგრამ-არხ Baza-ს ცნობით, პოლიციელებს ცეცხლი ტრავმატული იარაღიდან მათ მანქანასთან მისულმა გამვლელმა გაუხსნა. სხვა წყაროების ინფორმაციით, იარაღი საბრძოლო იყო.
თავად თავდამსხმელი საპასუხო სროლის შედეგად დაიჭრა, რის შემდეგაც იგი დააკავეს. "Интерфакс"-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით მის ვინაობას ასაჯაროებს და წერს, რომ ის ინგუშეთის 24 წლის მკვიდრი რატმირ გალაევია.
თავდამსხმელის მოქმედების მოტივები ჯერ-ჯერობით უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა.


