Covid-19-ის ახალი შემთხვევების ზრდის გამო პეკინის რამდენიმე უბანში კარანტინი შემოიღეს
16/06/2020 08:41:34 მსოფლიო
Covid-19-ის ახალი შემთხვევების ზრდის გამო პეკინის რამდენიმე უბანში კარანტინი შემოიღეს და მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ტესტირება დაიწყეს, – იუწყება BBC.
ბოლო 24 საათში ქალაქში კორონავირუსის 27 შემთხვევა გამოვლინდა. უკანასკნელი მონაცემებით, პეკინში ვირუსის ხელახლა გამოჩენის შემდეგ ინფიცირების 106 შემთხვევა დაფიქსირდა.
ახალი შემთხვევები დაკავშირებულია ქალაქის ყველაზე დიდ ბაზართან. ჩინური მედიის ცნობით, ხელისუფლება დაუკავშირდა დაახლოებით 200 000 ადამიანს, ვინც მაისის ბოლოდან ბაზარში იყო და მასთან ახლოს მდებარე 21 უბანში კარანტინი გამოაცხადა.


