Accentnews.ge
ევროკავშირმა შესაძლოა, როგ ქვეყნებს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს

ევროკავშირმა შესაძლოა, როგ ქვეყნებს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს

17/06/2019 05:56:25 სხვა, მსოფლიო

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდილი რაოდენობის გამო, ევროკავშირი ზომების მიღებით იმუქრება.

„იმ შემთხვევაში თუ პროცესი გაგრძელდება, ევროკავშირმა შესაძლოა, ცალკეულ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს“ - აღნიშნული განცხადება ევროკავშირის შინაგან საქმეთა და მიგრაცის კომისარმა დიმიტრის ავრამოპოლუსმა გააკეთა.

ავრამოპოლუსის თქმით, გამარტივებული სავიზო რეჟიმით შესაძლოა ვეღარ ისარგებლონ დასავლეთ ბალკანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა.

ევროკომისარმა უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების ხელმძღვანელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ამ პრივილეგიის დაცვა მათი პასუხისმგებლობაა. ავრამოპოლუსმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი უკიდურესი ზომებისთვის თავის არიდება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ამავე თემაზე: რამდენად არის შესაძლებელი შეჩერების მექანიზმის გამოყენება საქართველოსთან მიმართებაში?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S