ზელენსკის მეუღლე ჰოსპიტალიზებულია
16/06/2020 08:14:12 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე, რომელსაც მანამდე ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, უკრაინის პირველ ლედის ორმხრივი პნევმონია აქვს.
„უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე ელენა ზელენსკი კიევის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას საშუალო სიმძიმის ორმხრივი პნევმონია აქვს“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ადმინისტრაციის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მათი შვილების კორონავირუსზე ტესტებმა უარყოფითი შედეგი აჩვენეს.
12 ივნისს უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.


