Accentnews.ge
ფხენიანმა სამხრეთ კორეის საზღვართან მდებარე "ერთობლივი სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა"

ფხენიანმა სამხრეთ კორეის საზღვართან მდებარე "ერთობლივი სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა"

16/06/2020 07:57:04 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვართან მდებარე ერთობლივი სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლები ავრცელებენ.

როგორც BBC იუწყება, მანამდე რამდენიმე საათით ადრე ფხენიანი სამხედრო მოქმედებების განახლებით დაიმუქრა.

ერთობლივი სამეკავშირეო ოფისი 2018 წელს გაიხსნა. პანდემიის გამო 2019 წლის იანვრიდან იგი აღარ ფუნქციონირებდა.

სამხრეთ და ჩრდილოთ კორეას შორის ურთიერთობა გასულ კვირას კვლავ დაიძაბა. რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის დამ კიმ იო ჯონგმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მზადყოფნისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დროა, ქვეყანამ სამხრეთ კორეის პროპაგანდისტულ და პროვოკაციულ ნაბიჯებს პასუხი გასცეს. 9 ივნისს სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხის საპასუხოდ ქვეყანა აშშ-სთან ერთად სამხედრო შეირაღების გაძლიერებას განიხილავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S