საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 12 000–ს გადააჭარბა
16/06/2020 07:23:02 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 12 000–ს გადააჭარბა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთშია დაღუპული.
- თურქეთი: 179 831 ინფიცირებული, 4 825 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 10 324 ინფიცირებული, 122 გარდაცვლილი
- სომხეთი: 17 489 ინფიცირებული, 293 გარდაცვლილი
- რუსეთი: 537 210 ინფიცირებული, 7 091 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 439 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 120 000–ს გადააჭარბა, 4 233 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 879-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 724 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


