Accentnews.ge
ერთდღიანი კლების შემდეგ სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა

ერთდღიანი კლების შემდეგ სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა

16/06/2020 07:06:13 მსოფლიო

ერთდღიანი კლების შემდეგ სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა. ბოლო 24 საათში დაავადებით 425 ადამიანი დაინფიცირდა და 8 გარდაიცვალა. გუშინ კი ახალი კორონავირუსი 397 ადამიანს დაუდასტურდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-მა 293 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 17 489 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6 571 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 439 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 120 000–ს გადააჭარბა, 4 233 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 879-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 724 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S