Covid-19-მა უფრო მეტი ამერიკელი შეიწირა, ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა
16/06/2020 06:51:40 მსოფლიო
Covid-19-მა უფრო მეტი ამერიკელი შეიწირა, ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, 6 თვის განმავლობაში აშშ–ში ახალი კორონავირუსით 118 283 ადამიანი დაიღუპა. ხოლო თეთრი სახლის მონაცემებით, პირველმა მსოფლიო ომმა (1917–1978წწ.) 116 516 ამერიკელი იმსხვერპლა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2 182 950-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 889 866 ადამიანი, ხოლო 118 283 გარდაიცვალა.


