Accentnews.ge
"ჩვენ ვიცავთ გერმანიას, ის კი არასწორად იქცევა. ვგეგმავთ, ამ ქვეყანაში განთავსებული ჩვენი სამხედროების რაოდენობა 25 000-მდე შევამციროთ"

"ჩვენ ვიცავთ გერმანიას, ის კი არასწორად იქცევა. ვგეგმავთ, ამ ქვეყანაში განთავსებული ჩვენი სამხედროების რაოდენობა 25 000-მდე შევამციროთ"

16/06/2020 06:00:23 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბერლინს თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აშშ გეგმავს, გერმანიაში განთავსებული ამერკელი სამხედროების რაოდენობა 25 000-მდე შეამციროს.

"ჩვენ ვიცავთ გერმანიას, ის კი არასწორად იქცევა ნატო–ში შენატანთან დაკავშირებით. ასე, რომ ვგეგმავთ, 25 000-მდე შევამციროთ გერმანიაში განთავსებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობა. ალიანსის წევრები აღარ უნდა ეყრდნობოდნენ ასე მძიმედ აშშ–ს თანხებს ნატო–ს შესანარჩუნებლად. აშშ–ის კონტინგენტის განთავსებით გერმანია ფინანსურ სარგებელსაც იღებს, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ფულს ამ ქვეყანაში ხარჯავენ", – განაცხადა ტრამპმა თეთრს სახლში გამართულ ბრიფინგზე.

რიგი ამერკელი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ თუ ვაშინგტონი გერმანიაში კონტინგენტს შეამცირებს, აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს დააზიანებს, ხოლო ევროპაში რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს.

ამ დროისთვის გერმანიაში 34 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული.

ცნობისთვის: 2014 წელს ვარშავის სამიტზე, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ჩატარდა, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტამდე უნდა გაზარდონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S