ევროვიზიის კონკურსი 2021 მაისში ჩატარდება
16/06/2020 05:33:11 მსოფლიო
ევროვიზიის კონკურსი 2021 მაისში ჩატარდება. ევროვიზიის ჩატარების განახლებულ თარიღზე ინფორმაცია კონკურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირისა და სხვა მაუწყებლების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროვიზიის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს ჩატარდება, ხოლო საფინალო შოუ ეთერში 21 მაისს გადაიცემა.
ევროვიზიის კონკურსი როტერდამში, ნიდერლანდებში ჩატარდება.
2020 წლის ევროვიზია პანდემიის გამო გაუქმდა.


