Accentnews.ge
პეკინმა ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის შესახებ განაცხადა

პეკინმა ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის შესახებ განაცხადა

15/06/2020 17:08:49 მსოფლიო

ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ადმინისტრაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის შესახებ განაცხადა.

«პეკინი უკვე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმშია. ჩვენ პროფილაქტიკისა და კონტროლის ზომებს გავაძლიერებთ, შემოვიღებთ ჯარიმების ხისტ სისტემას, გადავკეტავთ ვირუსის გადაცემის ყველა არხს, რათა მისი გავრცელება შევაკავოთ” – განაცხადა დღეს პეკინის მთავრობის სპეცწარმომადგენელმა სიუი ხეცზიანმა.

ახალი კორონავირუსული ინფექციის აფთქება ჩინეთის დედაქალაქში გასულ კვირას გამოვლინდა, ყველაფერი ქალაქის უმსხვილეს საბითუმო სასურსათო ბაზარზე - «სინფადიზე» დაიწყო, რომელიც პეკინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ხელისუფლბის მონაცემებით, ინფიცირებულთა უმრავლესობა სავაჭრო წერტილების მუშაკები, მათი ნათესავები და ახლობლებია.

  • ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამჟამად პეკინის სამედიცინო დაწესებულებებში დაახლოებით 80 ინფიცირებულია. სულ გასული წლის ბოლოს დაწყებული ეპიდემიის დროის განმავლობაში დღემდე ქალაქში 670-ზე მეტი ინფიცირებულია აღრიცხული, დაღუპულია 9 პაციენტი.
  • 400-მილირდიანი ჩინეთის ხელისუფლება COVID-19-ის სტატისტიკის ხელოვნურად შემცირებისა და ვირუსის შესახებ სიმართლის დამალვის ბრალდებებს ყოველთვის უარყოფდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S