Accentnews.ge
აშშ რუსეთისგან ამერიკელი საზღვაო ქვეითის გათავისუფლბას მოითოვს

აშშ რუსეთისგან ამერიკელი საზღვაო ქვეითის გათავისუფლბას მოითოვს

15/06/2020 14:29:27 მსოფლიო

აღშფოთებულები ვართ პოლ ველანის მიმართ გამოტანილი განაჩენით და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განახადა, რითაც ის მოსკოვის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეითს ჯაშუშობისთვის 16-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

„აღშფოთებულები ვართ დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც საიდუმლო სასამართლო პროცესსა და მტკიცებულებებს ეფუძნება და პოლ ველანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ ველანი რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში ბრალდებულად ცნო და 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S