Accentnews.ge
ინდოეთში სარკინიგზო ვაგონებს სამკურნალო პალატებად გადააკეთებენ

ინდოეთში სარკინიგზო ვაგონებს სამკურნალო პალატებად გადააკეთებენ

15/06/2020 13:15:27 მსოფლიო

ინდოეთის დედაქალაქ დელიში 500 სარკინიგზო ვაგონს პალატებად გადააკეთებენ, სადაც შესაძლებელი იქნება, 8 000 კოვიდინფიცირებული პაციენტის მიღება და მათი მკურნალობა.

ქვეყანაში COVID 19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის 12 000-ს აღწევს. ოფიციალური ინფორმაციით, ვირუსული ინფექცია 320 922 პირს დაუდასტურდა, რაც აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინდოეთში 9 195 პაციენტი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაზარალებულ შტატებს შორის დელი მე-3 ადგილზეა.

ინდოეთმა სარკინიგზო ვაგონების საკარანტინო სივრცეებად გადაკეთება აპრილში დაიწყო, როდესაც პანდემიის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S