Accentnews.ge
ყაზახეთი ავიამიმოსვლის აღდგენას უპირველესად საქართველოსთან გეგმავს

ყაზახეთი ავიამიმოსვლის აღდგენას უპირველესად საქართველოსთან გეგმავს

15/06/2020 13:23:14 მსოფლიო

ყაზახეთი 20 ივნისიდან ეტაპობრივად საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენას გეგმავს. იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც ავიამიმოსვლა პირველ რიგში აღდგება, საქართველო შეიყვანეს, - იუწყება zakon.kz.

ქვეყნების პირველ კატეგორიაში შედიან ასევე ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია და ტაილანდი. ამ ქვეყნებიდან ჩასულებს მხოლოდ სიცხეს გაუზომავენ და აღრიცხავენ.

მეორე კატეგორიაში შეიყვანეს თურქეთი. იქიდან ჩასულებს თერმომეტრიისა და აღრიცხვის გავლის გარდა, მოეთხოვებათ არაუმეტეს 5 დღის წინ აღებული ცნობა იმის შესახებ, რომ კორონავირუსი არ აქვთ. თუ მოქალაქეს მსგავსი ცნობა არ გააჩნია, მან ყაზახეთში ჩასვლიდან 48 საათის განმავლობაში ტესტირება ადგილზე უნდა გაიაროს.

ყველა სხვა ქვეყანა, რომელთანაც ყაზახეთს ზოგადად ავიამიმოსვლა აქვს, მესამე კატეგორიას განეკუთვნება და ფრენები ამ ეტაპზე არ აღდგება.

თავად საქართველო საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღგენას 1 ივლისიდან გეგმავს. თუმცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც ფრენა განახლდება, ჯერ ზუსტდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S