მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკის მოქალაქეს თავისუფლების 16 წლით აღკვეთა მიუსაჯა
15/06/2020 11:45:11 მსოფლიო
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკის მოქალაქეს თავისუფლების 16 წლით აღკვეთა მიუსაჯა. შტატების ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2018 წლის დეკემბერში დააკავეს.
რუსეთში აშშ-ის საელჩო უილანის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და სასამართლო პროცესს „უსამართლო“ უწოდა. უწყების ცნობით, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
დაკავებული ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს.
ამერიკის მოქალაქეს შტატების გარდა კანადის, ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს.


