რუსულ გემზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
15/06/2020 11:39:34 მსოფლიო
სანტქ-პეტერბურგში, მშენებარე საპატრულო გემ “ივან პაპანინზე”, რომელიც ამჟამად გემთმშენებლ ქარხანაში იმყოფება, აფეთქება მოხდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, დახურულ სივრცეში გაზის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა.
ხანძარი აფეთქებას არ გამოუწვევია.
გემი “ივან პაპანინი” 2017 წლიდან შენდება. 2019 წლის ოქტომბერში ხომალდი სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად წყალში ჩაუშვეს. გემი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის 2023 წელს უნდა გადაეცათ.


