ჩრდილოეთის ზღვაში ამერიკული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა
15/06/2020 11:34:23 მსოფლიო
ჩრდილოეთის ზღვაში ამერიკული ავიაგამანადგურებელი F-15 ჩამოვარდა. ინციდენტი დიდ ბრიტანეთში, იორკშირის საგრაფოს სანაპიროსთან მოხდა.
ამ დროისთვის პილოტის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, შემთხვვის დროს გამანადგურებლის ბორტზე ერთი პილოტი იმყოფებოდა.
ტაქტიკური გამანადგურებელი F-15 Eagle ლეიკენჰიტის ავიაბაზიდან აფრინდა და გეგმიურ სასწავლო მისიას ასრულებდა.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.


