Accentnews.ge
კონგრესმენი ბეიკონი -  ივანიშვილის შესახებ ჩანაწერზე: "დოკუმენტის ეს ნაწილი მე არ დამიწერია, ტექსტის შედგენაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს"

კონგრესმენი ბეიკონი - ივანიშვილის შესახებ ჩანაწერზე: "დოკუმენტის ეს ნაწილი მე არ დამიწერია, ტექსტის შედგენაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს"

15/06/2020 11:11:38 მსოფლიო

ამერიკელმა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა კომენტარი გააკეთა დოკუმენტზე, რომელშიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებულნი.

გადაცემა "Пограничная ZONA"-სთვის მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს.

„მე ამ დოკუმენტის ეს ნაწილი არ დამიწერია. ჩვენ ტექნიკური ექსპერტები ავიყვანეთ, რომლებიც დაგვეხმარნენ დოკუმენტის შედგენაში. მე ამ დოკუმენტის სტრატეგიული ნაწილით ვიყავი დაკავებული. ჩვენ საქართველოსთან ახლო ურთიერთობები გვსურს. საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია. იგივე შემიძლია უკრაინაზე ვთქვა“, – განაცხადა კონგრესმენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S