Accentnews.ge
რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7000–ს გადააჭარბა

რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7000–ს გადააჭარბა

15/06/2020 08:38:15 მსოფლიო

რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7000–ს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 143 ადამიანი დაიღუპა და 8 246 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 7 091 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 537 210 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 284 539 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 435 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 992 000–ს გადააჭარბა, 4 130 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 879-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 704 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S