ბოლო 24 საათში Covid-19-ით სომხეთში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე საფრანგეთში
15/06/2020 07:06:08 მსოფლიო
ბოლო 24 საათში Covid-19-ით სომხეთში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე საფრანგეთში. ბოლო 24 საათში Covid-19-ით სომხეთში 16 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო საფრანგეთში – 9.
ამასთან, ბოლო 24 საათში სომხეთში დაავადება 397 ადამიანს დაუდასტურდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-მა 285 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 17 064 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6 276 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 435 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 992 000–ს გადააჭარბა, 4 130 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 879-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 704 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


