Accentnews.ge
„უცხოელი სტუმრები აშშ-ში შესაძლოა, ვაქცინის შექმნამდე ვერ ჩამოვიდნენ“

„უცხოელი სტუმრები აშშ-ში შესაძლოა, ვაქცინის შექმნამდე ვერ ჩამოვიდნენ“

15/06/2020 06:25:42 მსოფლიო

აშშ-ის მთავარი ვირუსოლოგის ენტონი ფაუჩის თქმით, უცხოელმა სტუმრებმა ქვეყანაში ჩასვლა შესაძლოა, რამდენიმე თვე, ან ვაქცინის შექმნამდეც ვერ შეძლონ. ამის შესახებ მან „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამ ეტაპზე აშშ-ში ჩასვლა აკრძალული აქვთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე ჩინეთიდან და ბრაზილიიდან ჩასულ მოგზაურებს.

ამავე ინტერვიუში ვირუსოლოგმა განაცხადა, რომ ამერიკული კომპანია „მოდერნას“ ვაქცინის გამოცდის უკანასკნელი ფაზა სავარაუდოდ ივლისის დასაწყისში დაიწყება.

„ჩვენ გვაქვს ოთხი ან ხუთი ვაქცინა, რომელთა გამოცდაც ამ ეტაპზე წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ გარანტირებულად ვერასდროს ვერაფერს იტყვი“, – განაცხადა ფაუჩიმ.

მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინა სავარაუდოდ, წლის ბოლოს იქნება მზად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S