ვენეციაში ტურისტები დაბრუნდნენ
15/06/2020 06:28:29 მსოფლიო
ვენეციაში ტურისტები დაბრუნდნენ. იტალიაში, ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ ქალაქის სტუმრებს ღირსშესანიშნაობების მონახულების საშუალება აქვთ.
რიგებია წმინდა მარკოზის ტაძართან, სადაც შესვლის უფლებას ტურისტებს მხოლოდ ტემპერატურის გაზომვის შემდეგ აძლევენ. სამთვიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა ცნობილი კაფე "ფლორიანიც", რომელსაც 300 წლის ისტორია აქვს.
3 ივნისიდან იტალიამ ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვრებს გახსნა და ქვეყნაში არსებულმა ყველა აეროპორტმა მუშაობა განაახლა.
ბოლო პერიოდში იტალიაში Covid-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსმა 34 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.


