საქართველოში COVID-19–ის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა
15/06/2020 05:42:32 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 879 ფაქტია გამოვლენილი. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებ–გვერდზე განახლდა.
ამასთან, გასული დღე–ღამის განმავლობაში კლინიკა მხოლოდ ერთმა განკურნებულმა მოქალაქემ დატოვა, ამდეგად, ჯანმში 704 პირია გამოჯანმრთელებული.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
იხილეთ ასევე: ორი ახალი პაციენტის ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება


