Accentnews.ge
ორი ახალი პაციენტის ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება

ორი ახალი პაციენტის ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება

15/06/2020 06:36:50 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 15 ახალი პაციენტიდან ორის შემთხვევაში ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება.

რაც შეეხება დანარჩენ 13 პაციენტს, ეზუგბაიას ცნობით, ორი სამედიცინო პერსონალია, 5 არის საკარანტინო სივრციდან, რომელთაც მოგზაურობის ისტორია აქვთ, 5 ასევე საკარანტინო სივრციდანაა, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ დადასტურებულ შემთხვევებთან, ხოლო ერთი „საბურთალოს კლასტერს“ განეკუთვნება.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის გნმავლობაში ქვეყანაში 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 879–მდე გაიზარდა ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S