ბოლო 24 საათში Covid-19-ით აზერბაიჯანში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში
14/06/2020 19:38:15 მსოფლიო
ბოლო 24 საათში Covid-19-ით აზერბაიჯანში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში. დღე–ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის 387 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო იტალიაში – 339.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში დაავადებამ 119 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 9 957შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 5 583 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 432 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 882 000–ს გადააჭარბა, 4 000 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 864-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 703 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


