Accentnews.ge
სომხეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის 100–მდე მომხრე დააკავეს

სომხეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის 100–მდე მომხრე დააკავეს

14/06/2020 19:00:16 მსოფლიო

სომხეთში, ეროვნული უშიშროების სამსახურის ცენტრალური ოფისის წინ პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის 100–მდე მომხრე დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პარტია „აყვავებული სომხეთის“ (BHK) ლიდერის გაგიკ ცარუკიანის მხარდამჭერები ცარუკიანის უშიშროების სამსახურში დაბარებას აპროტესტებდნენ.

სომეხი სამართალდამცველების განცხადებით, დემონსტრანტები პოლიციისადმი გაწეული დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

დღესვე სომხეთის უშიშროებამ გაავრცელა ორი განცხადება. პირველში ნათქვამია, რომ "ცარუკიანის კომპანიების უკანონო საქმიანობის გამო ქვეყნის ბიუჯეტმა დაახლოებით 29 მილიარდი დრამი (60 მილიონი დოლარი) დაკარგა", მეორე განცხადებაში კი საუბარია "ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ მიერ ამომრჩეველთა მასობრივ მოსყიდვის ფაქტებზე". თავად ცარუკიანი ბრალდებებს "შეთითხნილს" უწოდებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მწვავედ აკრიტიკებს სომხეთის მთავრობას, რომელიც, მისი თქმით, "ახალი კორონავირუსის კრიზისის ფონზე თავს ვერ ართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას". ცოტა ხნის წინ გაგიკ ცარუკიანმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო ერევანში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და ხუთზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაავადებამ 269 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 16 667 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6 214 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S