თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
14/06/2020 18:17:18 მსოფლიო
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. როგორც Reuters იუწყება, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.9 მაგნიტუდა შეადგინა.
მისივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ ბინგოლის სიახლოვეს იყო.
ქალაქში სამხედრო სამეთვალყურეო კოშკურა ჩამოინგრა. მომხდარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 9 პირი.


