Accentnews.ge
ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იტალიისა და ესპანეთის დღიური მაჩვენებლის ჯამს თითქმის გაუტოლდა

ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იტალიისა და ესპანეთის დღიური მაჩვენებლის ჯამს თითქმის გაუტოლდა

14/06/2020 08:10:54 მსოფლიო

ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იტალიისა და ესპანეთის დღიური მაჩვენებლის ჯამს თითქმის გაუტოლდა. დღე–ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით სომხეთში 663 ადამიანი დაინფიცირდა, იტალიაში – 346, ხოლო ესპანეთში –396.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაავადებამ 269 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 16 667 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6 214 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 432 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 882 000–ს გადააჭარბა, 4 000 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 851-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 703 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S