ზელენსკი თვითიზოლაციაშია
13/06/2020 07:53:55 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვითიზოლაციაში გადავიდა, - იუწყება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„პრეზიდენტი მასობრივ ღონისძიებებს აღარ დაესწრება, გადაიდო ყველა სამუშაო ვიზიტი. მასთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა მხოლოდ პირად დაცვასა და პირად ასისტენტებს ექნებათ,“- აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ზელენსკის მეუღლეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, თავად პრეზიდენტის ტესტის პასუხი კი უარყოფითი იყო.


