
სომხეთში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
13/06/2020 07:46:43 კავკასია
სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19–ის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 16 004-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 264-ს მიაღწია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ქვეყანაში კორონავირუსისგან 6 081 პაციენტი განიკურნა.
ცნობისათვის: შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 13 ივლისამდე გახანგრძლივდა.