ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში Covid-19-ით 336 ადამიანი დაინფიცირდა
12/06/2020 14:49:32 მსოფლიო
ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში Covid-19-ით 336 ადამიანი დაინფიცირდა და 5 გარდაიცვალა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 113 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 9 218 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 5 116 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 423 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 599 000–ს გადააჭარბა, 3 844 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 843-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 697 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.


