Accentnews.ge
ზელენსკის მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდა

ზელენსკის მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდა

12/06/2020 12:15:23 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლეს ელენა ზელენსკაიას COVID-19 დაუდასტურდა. ამასთან, ქვეყნის პირველი ლედი თავს კარგად გრძნობს და ინფექციის არანაირი სიმპრომები არ აქვს. ამჟამად იგი ამბულატორიულ მკურნალობაზე იმყოფება და იზოლირებულია ოჯახის სხვა წევრებისაგან, - იუწყება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მისივე ინფორმაციით, თავად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა შვილებმა ასევე გაიარეს ტესტირება, თუმცა შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა.

  • უკრაინაში, რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების გამოკლებით, ამ დრომდე კოვიდ-ინფიცირების სულ 29 753 შემთხვევა იყო დადასტურებული. 13567 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, 870 დაიღუპა. ამასთან, 11 ივნისს ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევათა ანტირეკორდი - 689 ინფიცირებული დაფიქსირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S