Accentnews.ge
აშშ-ში კიდევ ერთი შავკანიანი მამაკაცის დაკავების ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელიც, დაკავებისას გარდაიცვალა

აშშ-ში კიდევ ერთი შავკანიანი მამაკაცის დაკავების ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელიც, დაკავებისას გარდაიცვალა

12/06/2020 10:03:46 მსოფლიო

აშშ-ში კიდევ ერთი შავკანიანი მამაკაცის დაკავების ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელიც, დაკავებისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, - იუწყება "The New York Times".

გამოცემის ცნობით, ვიდეო 2019 წლის მაისში ოკლაჰომა-სიტიშია გადაღებული და მასზე 42 წლის დერიკ სკოტის დაკავების ფაქტია ასახული.

ვიდეოში ისმის დაკავებულის ხმა: „ვერ ვსუნთქავ!“ და პოლიციელის პასუხი : „არ მაინტერესებს.“

გამოცემის ცნობით, დაკავებისას მამაკაცმა გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა სამედიცინო პერსონალმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლო. მამაკაცის აუტოფსიის შედეგებმა აჩვენა, რომ დერიკ სკოტის სიკვდილის მიზეზი ფილტვის უკმარისობა გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S