ზელენსკის სააკაშვილთან “ომის” არ ეშინია
12/06/2020 09:55:38 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნაკლებ სავარაუდოდ ეჩვენება, მიხეილ სააკაშვილი მის ოპონენტად იქცეს, როგორც ეს მისი წინამორბედის – პეტრო პოროშენკოს შემთხვევაში მოხდა.
“არა მგონია, მომავალში ამ პოლიტიკოსმა ჩემს წინააღმდეგ დაიწყოს ბრძოლა, რადგან პოროშენკოს სიტუაციისგან განსხვავებით, სააკაშვილი ჩემი მეგობარი არასოდეს ყოფილა. თუმცა ყველაფერი შესაძლებელია, შესაძლოა, მართალიც იყოთ” – განუცხადა ზელენსკიმ ინტერვიუერს «Украинская правда»-დან.
პრეზიდენტის განმარტებით, მან სააკაშვილს უკრაინული პასპორტი იმიტომ დაუბრუნა, რომ “ეს სამართლიანი იყო”.
ამასთან, ზელენსკიმ უამბო ჟურნალისტს, რომ სააკაშვილს რამდენჯერმე შეხვდა, იგი ამბობდა, რომ დახმარება სურდა და “რამდენჯერმე იყო მოსული სხვადასხვა რჩევებით”, თუმცა რეფორმების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლობაზე თავად თქვა უარი იმ მოტივით, რომ მსგავსი თანამდებობა – ეს მისი დონე არ არის.
«მან მკითხა, სად ვხედავდი მას და მე ვუპასუხე: «მსურს, თავად დაფიქრდეთ, თავად მოძებნოთ თქვენი სტატუსი». შევთავაზე, ჩემი მრჩევლობა რეფორმების საკითხებში, მაგრამ მითხრა, “ეს ჩემი დონე არ არისო». მაშინ ვთხოვე, თავად ეთქვა, სად ხედავდა თავის თავს და მიპასუხა: «ვფიქრობ, მთავრობაში შევძლებდი რეფორმებზე მუშაობას, რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერობასო». ვუთხარი, რომ ამ საკითხზე პრემიერს გავესაუბრებოდი», – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერი იმის გამო ვერ გახდა, რომ ამ საკადრო გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო ფრაქცია “ხალხის მსახურმა” არ დაუჭირა მხარი.
«დამოკიდებულება სხვადასხვაგვარი იყო – ხისტიც და განსხვავებულიც ჩვენს ფრაქციაში. მას რეფორმებით სურს, დაკავდეს? აგერაა რეალობა, რომელშიც მას ამის კეთება შეუძლია», – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


