Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 700 000–ს გადააჭარბა

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 700 000–ს გადააჭარბა

12/06/2020 09:42:22 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 700 000–ს გადააჭარბა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.

  • თურქეთი: 174 023 ინფიცირებული, 4 763 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 8 882 ინფიცირებული, 108 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 15, 281 ინფიცირებული, 258 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 511 423 ინფიცირებული, 6 715 გარდაცვლილი

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 423 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 599 000–ს გადააჭარბა, 3 844 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 837-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 697 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S