Accentnews.ge
ავანესიანის ცნობით, სომხეთში 7 000–მდე პირი სახლის პირობებში მკურნალობს

ავანესიანის ცნობით, სომხეთში 7 000–მდე პირი სახლის პირობებში მკურნალობს

12/06/2020 08:50:10 კავკასია

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ანაიტ ავანესიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 000–მდე პირი სახლში, მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„დანარჩენი 1 800 პაციენტი საავადმყოფოს პირობებში იმყოფება. მათგან 425 მძიმე შემთხვევაა, 100 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, 23 კი სუნთქვის ხელოვნურ აპარატზეა შეერთებული“, – განაცხადა ანაიტ ავანესიანმა მთავრობის სხდომაზე.

ცნობისთვის: სომხეთის მთავრობამ დღეს საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით – 13 ივლისამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 612 ახალი შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S