Accentnews.ge
სომხეთში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 000–ს გადააჭარბა

სომხეთში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 000–ს გადააჭარბა

12/06/2020 07:09:50 მსოფლიო

სომხეთში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში დაავადებით 13 ადამიანი დაიღუპა და 612 დაინფიცირდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაავადებამ 258 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 15 281 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 5 639 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 423 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 599 000–ს გადააჭარბა, 3 844 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 837-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 697 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S