ჯანმო: “რუსული COVID-სტატისტიკა ძნელად აღსაქმელია”
11/06/2020 15:38:49 მსოფლიო
კორონავირუსისგან გარდაცვალების რუსული სტატისტიკა ძნელად აღსაქმელია, - განაცხადა ჯანმო-ს ჯანდაცვის სფეროს საგანგებო სიტუაციათა პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა.
მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის მიზეზების “ძნელად გასაგებია”.
"ეს, რა თქმა უნდა, უჩვეულოა, როცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობასთან შეფარდებით ესოდენ დაბალია. ევროპულ რეგიონში, სადაც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ჯანდაცვის სისტემა რუსეთის მსგავსია. მნიშვნელოვანია, რუსეთის ხელისუფლებამ სკურპულოზურად გააანალიზოს მიდგომა სიკვდილიანობის მიზეზებთან დაკავშირებით, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ აქ რაიმე შეცდომასთან არ გვაქვს საქმე” – აღნიშნა ბრიფინგზე რაიანმა.
აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რუსეთი ინფიცირებულთა რაოდენობით (500 000-ზე მეტი) მსოფლიოს პირველ სამეულში შედის აშშ-სა და ბრაზილიასთან ერთად. ლეტალური შედეგების რაოდენობით (6350) კი ქვეყანა მხოლოდ მე-13 ადგილზეა.
მანამდე მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოითქვა ვარაუდი, რომ რუსეთში სიკვდილიანობის ოფიციალური სტატისტიკა ხელოვნურადაა შემცირებული და ამ შემცირების მასშტაბები შესაძლოა, 70%-ს აღწევდეს. თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა ეს კატეგორიულად უარყო და “ფეიქი” უწოდა.


