Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

11/06/2020 11:36:20 საზოგადოება

საქართველოში Covid-19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

დღეს დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 828 შემთხვევა იყო დადასტურებული.

ირკვევა, რომ სამივე ახალი შემთხვევა რესპუბლიკურ საავადმყოფოს მედპერსონალს უკავშირდება.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 831-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 694 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S