რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალიდან ოთხს COVID-19 დაუდასტურდა
11/06/2020 11:54:11 საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალიდან ოთხს ახალი ტიპის კორონავიურისი დაუდასტურდა,– ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის ხელმძღვანელი ლევან გოფოძე ავრცელებს.
მისი თქმით, 10 ივნისს ვირუსი დაუდასტურდა ერთს, ხოლო შემდეგ სამს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 831 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან, გამოჯანმრთელდა 694 ადამიანი, 13 კი გარდაიცვალა.


