პესკოვი: “რუსეთში ოლიგარქები არ გვყავს”
11/06/2020 10:57:42 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ქვეყანაში ოლიგარქები არ არიან. ასე გამოეხმაურა პესკოვი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას იმის შესახებ, რომ “რუსი ოლიგარქები ბელარუსში რადიკალურ ოპოზიციას აფინანსებენ”.
კრემლმა პესკოვის სახით ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ “ოლიგარქები ეწოდებათ ბიზნესმენებს, რომლებიც თავის ფულს პოლიტიკაზე ზეგავლენისთვის იყენებენ და თავადაც გააჩნიათ პოლიტიკური მისწრაფებები”.
“ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები – ეს ქვეყნის შიდა საქმეა, რუსეთი ამ პროცესში არ ერევა და სხვებსაც ურჩევს, არ ჩაერიონ. ვერაფერს ვხედავთ საიმისოს, რომ ამ არჩევნების დისკრედიტაცია მოვახდინოთ", — დასძინა მან.
- ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსთვისაა დანიშნული. კანდიდატთა რეგისტრაცია 5-14 ივლისს იწარმოებს.
- უკვე რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ხელმოწერებს პრეზიდენტობის 14 პრეტენდენტი აგროვებს. თითოეულს არჩევნებში მონაწილეობისთვის სულ მცირე, 100 000 ხელმოწერის შეგროვება ესაჭიროება.
- ხელისუფლებამ სხვადასხვა ბრალდებებით რამდენიმე ოპოზიციონერი პრეტენდენტი დააკავა.


