სიეტლის მერი - პრეზიდენტ ტრამპს: "დაბრუნდი შენს ბუნკერში"
11/06/2020 10:26:04 მსოფლიო
სიეტლის მერი ჯენი დერკანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და ქვეყნის პირველ პირს "ბუნკერში დაბრუნებისკენ მოუწოდებს".
„შეგვიქმენი უსაფრთხოება. დაბრუნდი შენს ბუნკერში“, - წერს ჯენი დერკანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მანამდე ტრამპმა „ტვიტერში“ პირად გვერდზე შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა:
"რადიკალ მემარცხენე გუბერნატორსა და სიეტლის მერს იმ დონეზე იგდებენ მასხრად და ათამაშებენ, რისი მსგავსიც ჯერ ჩვენს დიდებულ ქვეყანას არ უნახავს. დაიბრუნეთ თქვენი ქალაქი უკან და თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ, მე ვიმოქმედებ. ეს თამაში არ არის. ამ მახინჯ ანარქისტებს დაუყოვნებლივ ქედი უნდა მოვახრევინოთ. სწრაფად იმოქმედეთ!“.
ცნობისათვის: ამერიკის შეერთებულ შტატებში რასიზმის წინააღმდეგ გამოსვლები მე-16 დღეა, გრძელდება. დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში გაიმართა. ანტირასისტული საპროტესტო აქციის მონაწილეები სიეტლის მერიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მერის გადადგომა მოითხოვეს.


