ზელენსკი: "სააკაშვილს მრჩევლობას ვთავაზობდი"
11/06/2020 08:43:13 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რეფორმების მიმართულებით მრჩევლობას სთავაზობდა, თუმცა მისგან უარი მიიღო. ამის შესახებ ზელენსკიმ „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„მე შევხვდი მიხეილ სააკაშვილს და მან მითხრა, რომ დახმარება სურდა. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ. ის მოდიოდა სხვადასხვა ადეკვატური რჩევით. შემდეგ მკითხა, თუ სად ვხედავდი მას. მე შევთავაზე, თვითონ მოეფიქრებინა თავისი სტატუსი. შევთავაზე რეფორმების სფეროში მრჩევლობა, მან კი მითხრა, რომ ეს მისი დონე არ იყო. მას რეფორმების მიმართულებით ვიცეპრემიერობა სურდა, რაზეც დავთანხმდი და ვუთხარი, რომ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრს დაველაპარაკებდი. ამ პოსტზე სააკაშვილი იმის გამო ვერ დაინიშნა, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, მათ შორის, მმართველ ფრაქციაშიც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.


