
გორში ინციდენტებს მცირეწლოვანი ემსხვერპლა
15/06/2019 10:28:56 სხვა, სამართალი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში მომხდარ შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს მანქანა შეეჯახა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.