რუსეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 500 000–ს გადააჭარბა
11/06/2020 08:36:41 მსოფლიო
რუსეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 500 000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 174 ადამიანი დაიღუპა და 8 779 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 6 532 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 502 436 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 261 150 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 419 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 461 000–ს გადააჭარბა, 3 781 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 828-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 694 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.


